Wednesday, September 10, 2014

მეცხრე დღე

მოვისმინეთ ტრენინგის მონაწილეების პრეზენტაციები
მაია ბარბაქაძემ გააგვაცნო პროექტი "ელექტროენერგია და ელექტროსადგურები",გამომსვლელი საინტერესოდ და დამაჯერებლად საუბრობდა.
მაია ღარიშვილი-"სამკურნალო მცენარეები და მათი გაცნობა გერმანელი ტურისტებისა  და ქართველი საზოგადოებისათვის"პროექტის დანიშნულებაა უცნობი სამკურნალო მცენარეების გაცნობა საზოგადოებისათვის.
ეკა ფანჯაკიძე-"გრიგოლ ხანცდელი და უბისის მონასტერი" .მან გაგვაცნო გრიგოლ ხანცდელის მოღვაწეობის შესახებ უბისაში, შეხვდებიან ისტორიკოსებს და მოისმენენ მათ საუბარს.
დოდო ლილუაშვილი-"ფართობი და საზომი ერთეულები"მოსწავლეები გაზომავენ ნაკვეთის ფართობს ასევე მესერის ფართობს და გამოითვლიან შესაღებად საჭირო საღებავის რაოდენობას.
ლოლა გელაშვილი-"საქართველოს კუთხეები",მისი მიზანია საქართველოს კუთხეების გაცნობა,
სოფო წიქარიშვილი -"მცენარეთა გამრავლება" პროექტის მიზანიია მოსწავლეებმა რეალურად შეძლონ მცენარეთა გამრავლება და გაიგონ მისი მნიშვნელობა.
ხათუნა ცხელიშვილი -"კომფლიქტები და მათი მოგვარების მშვიდობიანი გზა" პროექტის მიზანია კომფლიქტების აღმოჩენა მათი მოგვარების გზების ძიება.
ნატო ბლიაძე _"ადამიანის უფლებები"პროექტის მიზანია ადამიანის უფლებების დარღვის შემთხვევების აღმოჩენა და ადამიანებისათვის იმის გაგება, რომ აუცილებელია მათი უფლებების დაცვა.
მერი ხადილაშვილი-"ონგლისური ენის როლი თანამედროვე საზოგადოებაში" თემის მიზანია გავარკვიოთ რამდენად მნიშვნელოვანია ინგლისური ენის ცოდნა.
ირმა მუმლაძე-"ხევისბერი თუ კანონი" პროექტის განხორციელების შემდეგ მოსწავლეები მივლიან დასკვნამდე, რომ კანონის დაცვა აუცილებელია.
ქეთევან გოგოლაძე-"დიალექტიზმები იმერულ მეტყველებაში"მოიძიებენ სხვადასხვა დიალექტებს ,შეადარებენ სალიტერატურო ენას,შეეცდებიან ისაუბრონ ლიტერატურული ენით.
თეა ბლიაძე-"დასავლეთ საქართველოს ისტორიული არქიტექტურული ძეგლები" მისი მიზანია გაეცნონ ისტორიულ ძეგლებს და გაიგონ მათი მნიშვნელობა.
ძალიან საინტერესო ტრენინგი იყო ,გამოგვადგება სწავლებისას.
უღრმესი მადლობა მანანა კვინიკაძეს.

Tuesday, September 9, 2014

მერვე დღე

ვისწავლეთ კითხვების და პასუხების  ფასილიტატორის შექმნა,ვისწავლეთ გეგმისგეგმის შემოწმება პორტფოლიოს ჩეკლისტის გამოყენებით,გავიმეორეთ ბლოგზე დოკუმენტის განთავსება.

Monday, September 8, 2014

ტრენინგის მეშვიდე დღე

განვიხილეთ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორია, მეექვსე მოდულში გავეცანით მოსწავლეთა დიფერენცირებას, შევქმენით თვითშეფასების ფორმა,მოვუსმინეთ ერთმანეთის აქტივობებს, ვისწავლეთ საქაღალდის ბლოგზე ატვირთვა.

Wednesday, September 3, 2014

მეექვსე დღე

დღეს ვისწავლეთ ბლოგზე ფეიჯების შექმნა, მოსწავლის ნიმუში დავდეთ ბლოგზე გავაკეთეთ კომენტარები,შევქმენით პრეზენტაციის შეფასების რუბრიკები.
კარგია ,რომ ქრშაბათამდე ვისვენებთ!

მოსწავლის ნიმუში

Tuesday, September 2, 2014

მეხუთე დღე

გავაზიარეთ პრეზენტაციები, გავაკეთეთ კომენტარები, გავეცანით საავტორო უფლებების შესახებ პრეზენტაციას, შევქმენით გამოყენებული ლიტერატურის დოკუმენტაცია,შევქმენით მოსწავლის ნიმუში.

Wednesday, August 27, 2014

მეოთხე დღე

გავეცანით შეფასების ხუთ მიზანს,გავაკეთეთ შეფასების დროის ჩარჩო, გავაკეთეთ შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი პროექტის სხვადასხვა ეტაპისთვის.


ტრენინგის მესამე დღე
დღეს ვისწავლლეთ როგორ დავწეროთ სტანდარტის შესაბამისი ამოცანები, მოვიფიქრეთ პროექტის შესაბამისი ზოგადი, თემატური და საკვანძო კითხვები.

Tuesday, August 26, 2014

მოვისმინეთ საპროექტო იდეები, გავეცანით ბროშყრის შაბლონს' მოვიძიეთ ეროვნულ სასწავლო გეგმაში ინდიკატორები, მოვიძიეთ სურათები, შევავსეთ ბროშურა. ტრენინგის მეორე დღემაც წარმატებით ჩაიარა.

Monday, August 25, 2014

დღეს ტრენინგის პირველი დღე იყო,შევქმენით პორტფოლიო, ვისწავლე ფაილის იმპორტი , ვისწავლეთ როგორ დავწროთ პროექტი.კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით.