Wednesday, September 10, 2014

მეცხრე დღე

მოვისმინეთ ტრენინგის მონაწილეების პრეზენტაციები
მაია ბარბაქაძემ გააგვაცნო პროექტი "ელექტროენერგია და ელექტროსადგურები",გამომსვლელი საინტერესოდ და დამაჯერებლად საუბრობდა.
მაია ღარიშვილი-"სამკურნალო მცენარეები და მათი გაცნობა გერმანელი ტურისტებისა  და ქართველი საზოგადოებისათვის"პროექტის დანიშნულებაა უცნობი სამკურნალო მცენარეების გაცნობა საზოგადოებისათვის.
ეკა ფანჯაკიძე-"გრიგოლ ხანცდელი და უბისის მონასტერი" .მან გაგვაცნო გრიგოლ ხანცდელის მოღვაწეობის შესახებ უბისაში, შეხვდებიან ისტორიკოსებს და მოისმენენ მათ საუბარს.
დოდო ლილუაშვილი-"ფართობი და საზომი ერთეულები"მოსწავლეები გაზომავენ ნაკვეთის ფართობს ასევე მესერის ფართობს და გამოითვლიან შესაღებად საჭირო საღებავის რაოდენობას.
ლოლა გელაშვილი-"საქართველოს კუთხეები",მისი მიზანია საქართველოს კუთხეების გაცნობა,
სოფო წიქარიშვილი -"მცენარეთა გამრავლება" პროექტის მიზანიია მოსწავლეებმა რეალურად შეძლონ მცენარეთა გამრავლება და გაიგონ მისი მნიშვნელობა.
ხათუნა ცხელიშვილი -"კომფლიქტები და მათი მოგვარების მშვიდობიანი გზა" პროექტის მიზანია კომფლიქტების აღმოჩენა მათი მოგვარების გზების ძიება.
ნატო ბლიაძე _"ადამიანის უფლებები"პროექტის მიზანია ადამიანის უფლებების დარღვის შემთხვევების აღმოჩენა და ადამიანებისათვის იმის გაგება, რომ აუცილებელია მათი უფლებების დაცვა.
მერი ხადილაშვილი-"ონგლისური ენის როლი თანამედროვე საზოგადოებაში" თემის მიზანია გავარკვიოთ რამდენად მნიშვნელოვანია ინგლისური ენის ცოდნა.
ირმა მუმლაძე-"ხევისბერი თუ კანონი" პროექტის განხორციელების შემდეგ მოსწავლეები მივლიან დასკვნამდე, რომ კანონის დაცვა აუცილებელია.
ქეთევან გოგოლაძე-"დიალექტიზმები იმერულ მეტყველებაში"მოიძიებენ სხვადასხვა დიალექტებს ,შეადარებენ სალიტერატურო ენას,შეეცდებიან ისაუბრონ ლიტერატურული ენით.
თეა ბლიაძე-"დასავლეთ საქართველოს ისტორიული არქიტექტურული ძეგლები" მისი მიზანია გაეცნონ ისტორიულ ძეგლებს და გაიგონ მათი მნიშვნელობა.
ძალიან საინტერესო ტრენინგი იყო ,გამოგვადგება სწავლებისას.
უღრმესი მადლობა მანანა კვინიკაძეს.

No comments:

Post a Comment